ჩვენს შესახებ

Elcore არის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობების, სამომხმარებლო ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, ღრუბლოვანი (cloud) სერვისებისა და კიბერ უსაფრთხოებების გადაწყვეტილებების დისტრიბუტორი.

ჩვენ ვფუნქციონირებთ 2006 წლიდან და მომხმარებლებს ვეხმარებით, გახადონ თავიანთი საქმიანობა მეტად პროგნოზირებადი და სარგებლიანი. ჩვენ წარმოდგენილი ვართ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 11 ქვეყანაში, უზრუნველვყოფთ სრულყოფილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რათა ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების მზარდ საჭიროებებს.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტის კატეგორიები:
Mobile devices
სმარტფონები, პერსონალური ლეპტოპები, პლანშეტები და აქსესუარები
Finished Goods
კომპიუტერები, მონიტორები, კომერციული ლეპტოპები, პრინტერები.
Cloud & Services
ღრუბლოვანი (cloud) პროდუქტები და სერვისები.
Software
პროგრამული გადაწყვეტილებები.
Consumer Appliances
ტელევიზორები, სახლის ტექნიკა, ჭკვიანი სახლის გადაწყვეტილებები.
CyberSecurity & Services
კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და სერვისები
Value Added Distribution (VAD)
სატელეკომუნიკაციო და ელექტრო აღჭურვილობა, მონაცემთა შენახვის სისტემები, სერვერები და ვიდეო მეთვალყურეობა
როგორ ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს ბიზნესის ზრდაში:
ჩვენ გიზიარებთ ღრმა გამოცდილებას პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიაში;
უზრუნველვყოფთ გამჭვირვალე კომუნიკაციას და ინფორმაციის უსაფრთხოებას;
კონსულტაცია, სწავლება და ტექნიკური მხარდაჭერა გადაწყვეტილებებისა და პროექტებისთვის;
აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში გვყავს პროფესიონალი გუნდები;
ვაწარმოებთ ფინანსურ მხარდაჭერას და ვეხმარებით პარტნიორებს, გაზარდონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა;
პროექტის მომზადებისა და განხორციელების ეტაპებზე ინჟინრული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნისთვის საჭირო საუკეთესო აღჭურვილობების, სამომხმარებლო ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, ღრუბლოვანი (Cloud) სერვისებისა და კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მორგება მომხმარებლების საჭიროებებზე; ახალი ტექნოლოგიები გავხადოთ ხელმისაწვდომი განვითარებად ბაზრებზე, უზრუნველვყოთ პროგნოზირებადი ლოჯისტიკა და პასუხისმგებლობის გამჭირვალე სისტემა. 

ბრენდის ღირებულებები

პატივისცემა

ჩვენ ღიად გიზიარებთ ცოდნას, ვმსჯელობთ, და ვეძებთ გამოსავალს ნებისმიერი პრობლემისათვის. 

განვითარება

ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების, ვზრუნავთ, აღმოვაჩინოთ ახალი და თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა მივცეთ.

სამართლიანობა

ჩვენ ყოველთვის ვიცავთ გამჭვირვალობას ჩვენს ურთიერთობებში პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. ჩვენ ვართ ღია და ერთგული.

ინოვაცია

ჩვენ ვაწყობთ ჩვენს შეთავაზებათა პორტფელს პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური სიახლეების საფუძველზე. 

ნდობა

ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობებს პარტნიორებთან და თანამშრომლებთან.

ჩვენ ვიკვლევთ მთავარ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და გთავაზობთ ბაზრის მოთხოვნის შესაბამის გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა კიბერ უსაფრთხოება, ჰიბრიდული და მრავალ ღრუბლოვანი (multi-cloud) პლატფორმები, გლობალური ბაზრები, დისტანციური მუშაობა და სწავლება, ხელოვნური ინტელექტი და მოწყობილობების პროგრამირება, ალტერნატიული ენერგია და ელექტრო ტრანსპორტი. 

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ახალ სოციალურ-კულტურულ ტენდენციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ცნობადობა, ჭკვიანი სახლი, დისტანციური მუშაობა და განათლება, უსაფრთხო სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ პასუხისმგებლიან მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს.

Cookie ფაილები

Cookie ფაილები გვეხმარება საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში და მის გამოყენებას ხდის მოხერხებულს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს.

ვთანხმდები Cookie ფაილების დამუშავებას შესაბამისად: Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკა

Cookie ფაილები

ჩვენ ვიყენებთ cookie ფაილებს საიტის სწორი მუშაობისთვის, კონტენტის პერსონალიზაციისა და ანალიტიკისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ cookie ფაილების გამოყენება ან უარი თქვათ არასავალდებულო კატეგორიებზე ბრაუზერის პარამეტრებში.