Alcatel-Lucent Enterprise-ი (ALE) არის მომსახურებათა გლობალური მწარმოებელი, რომელიც გთავაზობთ გადაწყვეტილებებს ქსელურ, გაერთიანებულ კომუნიკაციებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაში. ALE-ს პროდუქტები ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჯანდაცვიდან წარმოებამდე, ააშენონ საიმედო, მასშტაბური და დაცული IT ინფრასტრუქტურა, რომელიც მორგებული იქნება მათ სპეციფიკურ ბიზნეს პროცესებზე. კომპანია გთავაზობთ ჰიბრიდული დანერგვის მოდელს (ღრუბლოვანი, ლოკალური ან Edge), რაც აკმაყოფილებს ციფრული მომავალის მოთხოვნებს.
ფრანგული ინჟინერიის სრულყოფილების შერწყმით გლობალურ გამოცდილებასთან, Alcatel-Lucent Enterprise-ი ციფრულ ინფრასტრუქტურას გარდაქმნის უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ მონაცემთა სატრანსპორტო ფენაა, ის ხდება მოქნილი, გამძლე და მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს ოპერაციების საფუძველი.
Alcatel-Lucent Enterprise-ის ძირითადი გადაწყვეტილებები:
OmniSwitch– საწარმოთა კლასის გადამრთველები IoT მზადყოფნით, ტრაფიკის სეგმენტირებითა და ძლიერი დაცვით.
OmniAccess Stellar– ჭვკიანი Wi-Fi გადაწყვეტილებები მაღალი სიმკვრივის, განაწილებული და შეყოვნებისადმი მგრძნობიარე გარემოსთვის.
Rainbow™ by ALE– გაერთიანებული საკომუნიკაციო და თანამშრომლობის პლატფორმა ჰიბრიდული სამუშაო გარემოებისათვის (ჩატი, აუდიო/ვიდეო, ფაილების გაზიარება).
Digital Age Networking– არქიტექტურა ავტომატიზირებული, ადაპტირებადი და დაცული ქსელებისთვის, რომელიც განკუთვნილია თანამედროვე საწარმოებისათვის.
Network as a Service (NaaS)– მოქნილი, გამოწერის პრინციპით მოქმედი ქსელური მოდელი ცენტრალიზებული მენეჯმენტითა და შემცირებული CAPEX-ით.
წამყვანი სასტუმროების ქსელმა დანერგა OmniAccess Stellar-ი და Rainbow, რათა უზრუნველყოს უწყვეტი Wi-Fi სტუმრებისთვის და მყისიერი კომუნიკაცია პერსონალთან მობილური აპლიკაციის საშუალებით. შედეგად, სტუმრების კმაყოფილება გაიზარდა 25%-ით, ხოლო მოთხოვნები მიმღებში ერთი მესამედით შემცირდა.
რატომ უნდა აირჩიოთ Alcatel-Lucent Enterprise-ი?
- ჭკვიანი ავტომატიზაცია და ჩაშენებული უსაფრთხოებაALE-ს ქსელური გადაწყვეტილებები მხარს უჭერენ Zero Trust-ის მოდელს და უზრუნველყოფენ ავტომატიზებული წვდომის კონტროლს, მოწყობილობების იზოლაციასა და IoT პოლიტიკის აღსრულებას. მაგალითად, უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც 20 შენობაა, იყენებდნენ OmniSwitch-სა და Stellar-ს, რომლებიც ავტომატურად აიზოლირებდნენ არაავტორიზირებულ მოწყობილობებს, ამავე დროს, უზრუნველყოფდნენ უწყვეტ როუმინგს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
- გაერთიანებული კომუნიკაციების და თანამშრომლობის პლატფორმაRainbow კომპანიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ჰიბრიდული სამუშაო მოდელი და შეინარჩუნონ კონტროლი მათ მონაცემებზე. ჯანდაცვის დაწესებულებები იყენებენ Rainbow-ს ექიმსა და პაციენტს შორის უსაფრთხო კომუნიკაციისთვის, ხოლო საწარმოები დისტანციურ გუნდებს საშუალებას აძლევენ, ეფექტურად ითანამშრომლონ, გარე შეტყობინებების აპლიკაციებზე ან VPN-ებზე დაყრდნობის გარეშე.
- დიჯიტალიზაცია და IoT ინტეგრაციაALE-ს ქსელები ოპტიმიზირებულია მასიური მოწყობილობების დაკავშირებისათვის, ჭკვიანი შენობების სენსორებიდან დაწყებული, ავტომატიზირებული წარმოების ხაზებით დასრულებული. მაგალითად, მწარმოებელმა კომპანიამ გააერთიანა ALE-ს IoT-ready ქსელი რეალურ დროში მონიტორინგით, 30%-ით შეამცირა შეფერხების დრო და უზრუნველყო პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურება.
- მოქნილი დანერგვა და შემცირებული TCOALE-ს გადაწყვეტები შეიძლება დაინერგოს ლოკალურად, კერძო ღრუბლოვან სისტემებში ან სერვისის სახით (NaaS), რაც კომპანიებს მფლობელობასა და მართვაზე სრულ კონტროლს აძლევს. ეს განსაკუთრებით ფასეულია მცირე IT რესურსების მქონე ორგანიზაციებისთვის, საშუალებას აძლევს მათ, რომ მიიღონ საწარმოს დონის საიმედოობა დიდი შიდა IT გუნდის გარეშე.