AWS-ი გთავაზობთ ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს, რაც კომპანიებს ეხმარება ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევების ეფექტურად დაძლევაში. პლატფორმა ყველა ზომის ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, ოპტიმიზაცია გაუკეთონ მონაცემების მართვას, მოახდინონ პროცესების ავტომატიზაცია, შეამცირონ ხარჯები და გააუმჯობესონ უსაფრთხოება. 200-ზე მეტი ინტეგრირებული სერვისით, AWS-ი ადაპტირდება ნებისმიერი ტიპის ბიზნესის საჭიროებებზე, დაწყებული სტარტაპებიდან, დასრულებული მსხვილი საწარმოებით.
AWS-ის ძირითადი გადაწყვეტილებები:
გამოთვლები– ვირტუალური სერვერები, კონტეინერები და უსერვერო გამოთვლითი სერვისები ნებისმიერი სირთულის მქონე აპლიკაციის მხარდასაჭერად (Amazon EC2, AWS Lambda).
მონაცემთა საცავი– მასშტაბური ღრუბლოვანი (cloud) საცავები ნებისმიერი მოცულობისა და ტიპის მონაცემისთვის (Amazon S3, Amazon EBS, Amazon Glacier).
მონაცემთა ბაზები– მართვადი ბაზები ტრანზაქციების, ანალიტიკისა და არასტრუქტურირებული მონაცემებისთვის (Amazon RDS, DynamoDB, Redshift).
ქსელი– მოქნილი და უსაფრთხო ქსელური გადაწყვეტილებები (Amazon VPC, AWS Direct Connect).
ანალიტიკა– ხელსაწყოები დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და ვიზუალიზაციისთვის (Amazon EMR, Amazon Redshift, QuickSight).
AI & Machine Learning– პლატფორმები AI მოდელების შესაქმნელად და დასანერგად (Amazon SageMaker, Rekognition).
IoT– IoT მოწყობილობების მართვა და მონაცემთა რეალურ დროში დამუშავება (AWS IoT Core, IoT Analytics).
უსაფრთხოება– წვდომის მართვის, მონიტორინგისა და მონაცემთა დაცვის ინსტრუმენტები (AWS IAM, GuardDuty, WAF).
DevOps– CI/CD პროცესების ავტომატიზაცია და აპლიკაციების ციკლის მართვა (CodePipeline, CodeDeploy).
მიგრაცია და მოდერნიზაცია– აპლიკაციების მიგრაცია და მემკვიდრეობითი სისტემების განახლება (AWS Migration Hub).
ლოჯისტიკურმა კომპანიამ დანერგა AWS-ი მიწოდების ჯაჭვის სამართავად. IoT სენსორები აგროვებდნენ მონაცემებს ტვირთის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მუშავდებოდნენ Amazon IoT Core-ისა და Redshift-ის ანალიტიკური ხელსაწყოებით. SageMaker-ი წინასწარ განსაზღვრავდა დაგვიანებებს, ხოლო Lambda-ს საშუალებით პერსონალი რეალურ დროში იღებდა შეტყობინებებს. ამან კომპანიას საშუალება მისცა, შეემცირებინა ხარჯები და გაეუმჯობესებინა მომხმარებელთა კმაყოფილება.
რატომ უნდა აირჩიოთ AWS-ი?
- ულიმიტო მასშტაბირება.AWS-ი საშუალებას გაძლევთ, მოაგვაროთ რესურსების დეფიციტის პრობლემა გამოთვლის სიმძლავრის მოქნილი მასშტაბირების საშუალებით. მაგალითად, e-commerce კომპანიები იყენებენ Amazon EC2-ს სერვერების მასშტაბირებისთვის გაყიდვების პერიოდში სისტემური გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად.
- მონაცემების ეფექტური შენახვა და მართვა.Amazon S3 უზრუნველყოფს სანდო და ხელმისაწვდომ საცავს დიდი მოცულობის მონაცემებისთვის, ხოლო Glacier-ი ამცირებს გრძელვადიანი საარქივო შენახვის ხარჯებს. საფინანსო ორგანიზაციები ამ სერვისებს იყენებენ ტრანზაქციების მონაცემების შესანახად, ის, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ აღდგენას.
- ოპერაციული ხარჯების შემცირება.AWS Lambda და Amazon RDS-ი გამორიცხავენ სერვერებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების საჭიროებას, რაც მინიმუმამდე ამცირებს ინფრასტრუქტურის მომსახურების ხარჯებს. სტარტაპები და მცირე კომპანიები ამ გადაწყვეტილებებს იყენებენ პროდუქტის სწრაფად გასაშვებად შეზღუდული რესურსებით.
- უსაფრთხოება და შესაბამისობა.AWS-ი გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის GDPR-ს, HIPAA-სა და PCI DSS-ს. მაგალითად, ჯანდაცვის დაწესებულებები იყენებენ GuardDuty-ს პაციენტების მონაცემების დასაცავად და მათი გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
- ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია.საწარმოო კომპანიები იყენებენ AWS IoT Core-ს მოწყობილობების მონიტორინგისა და მათი მწყობრიდან გამოსვლის პრევენციისთვის, ხოლო Amazon SageMaker-ს- შესაძლო გაუმართაობის წინასწარ განსაზღვრისთვის.
- ინტეგრაცია და გამოყენების სიმარტივე.AWS-ი ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროცესების სწრაფი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, QuickSight და Redshift ანალიტიკური ხელსაწყოები მარკეტინგულ გუნდებს ეხმარება მონაცემების რეალურ დროში ანალიზსა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.