DerScanner

DerScanner-ი გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს პროგრამული კოდის ანალიზისა და აპლიკაციების უსაფრთხოების სფეროში. კომპანია სპეციალიზირებულია სისუსტეების აღმოჩენაზე განვითარების ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს აპლიკაციების ძლიერ დაცვას. DerScanner-ის ინსტრუმენტები დეველოპერებს საშუალებას აძლევენ, დაიცვან თავიანთი კოდი და ინდუსტრიის უსაფრთხოების ისეთი სტანდარტები, როგორებიცაა OWASP და PCI DSS-ი.

DerScanner-ის ძირითადი შესაძლებლობები:

  • კოდის ანალიზი უსაფრთხოების სისუსტეების გამოვლენისთვის

  • კოდის ავტომატური შემოწმებისთვის DevSecOps პროცესებში შეუფერხებელი ინტეგრაცია 

  • შესაბამისობის უზრუნველყოფა უსაფრთხოების წამყვან სტანდარტებთან 

  • დეტალური ანგარიშგება ქმედითი რეკომენდაციებით ხარვეზის გამოსასწორებლად 

გამოყენების მაგალითი:

ერთ-ერთმა მსხვილმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ განვითარების ეტაპზე დანერგა DerScanner-ი კოდის ანალიზისთვის. პრაქტიკულმა მიდგომამ გუნდს შესაძლებლობა მისცა, აღმოეჩინა და გაენეიტრალებინა სისუსტეები ტესტირებამდე, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ხარვეზების გამოსწორების ხარჯები და დრო.

რატომ უნდა აირჩიოთ DerScanner-ი?

  • კოდის ღრმა ანალიზი 
    DerScanner-ის ხელსაწყოები განვითარების ადრეულ ეტაპზე ამოიცნობენ ღრმად ჩამალულ სისუსტეებს. მაგალითად, ტექნოლოგიური სტარტაპები იყენებენ ამ გადაწყვეტილებებს კოდის სკანირებისთვის პროდუქტის გამოშვებამდე, რათა თავიდანვე უზრუნველყონ უსაფრთხო საფუძველი. 

  • DevSecOps-ის ინტეგრაცია  
    პლატფორმა მარტივად ერთვება არსებულ CI/CD პროცესებში და უზრუნველყოფს უსაფრთხოების ავტომატიზირებულ შემოწმებას განვითარების სამუშაო პროცესების შეფერხების გარეშე. საფინანსო ორგანიზაციები, სწორედ ამ ფუნქციონალზე დაყრდნობით იცავენ კრიტიკულად მნიშვნელოვან აპლიკაციებს.  

  • უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა 
    DerScanner-ი ორგანიზაციებს ეხმარება, მოვიდნენ შესაბამისობაში OWASP-ისა და PCI DSS-ის მოთხოვნებთან, ამარტივებს აუდიტორულ და ანგარიშგების პროცესებს.

  • დეველოპერებზე მორგებული ანგარიშები 
    ყოვლისმომცველი ანგარიშები მორგებული რეკომენდაციებით დეველოპერებს საშუალებას აძლევს, სწრაფად გამოასწორონ გამოვლენილი პრობლემები, დააჩქარონ გამოსწორების პროცესი და გააუმჯობესონ კოდის ხარისხი. 

DerScanner-ი თქვენი სანდო ინსტრუმენტია ისეთი დაცული და ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.  

Cookie ფაილები

Cookie ფაილები გვეხმარება საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში და მის გამოყენებას ხდის მოხერხებულს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს.

ვთანხმდები Cookie ფაილების დამუშავებას შესაბამისად: Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკა

Cookie ფაილები

ჩვენ ვიყენებთ cookie ფაილებს საიტის სწორი მუშაობისთვის, კონტენტის პერსონალიზაციისა და ანალიტიკისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ cookie ფაილების გამოყენება ან უარი თქვათ არასავალდებულო კატეგორიებზე ბრაუზერის პარამეტრებში.