Microsoft CSP (Cloud Solution Provider)

Microsoft CSP (Cloud Solution Provider) კომპანიებს სთავაზობს ეფექტურ გზას Microsoft-ის ღრუბლოვანი (Cloud) სერვისებისა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მისაღებად. CSP პროგრამა უზრუნველყოფს მოქნილობას ლიცენზიების მართვის პროცესში, pay-as-you-go გადახდას და არსებულ IT ინფრასტრუქტურასთან გამარტივებულ ინტეგრაციას. ეს გამოსავალი იდეალურია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან პროცესების ოპტიმიზაციის, პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების შემცირებისკენ.

Microsoft CSP-ის ძირითადი გადაწყვეტილებები:

  • Microsoft 365– პროდუქტიული აპლიკაციების ნაკრები, მათ შორისაა Word-ი, Excel-ი, PowerPoint-ი, Teams-ი და სხვა კოლაბორაციული ინსტრუმენტები. 

  • Azure– ღრუბლოვანი (Cloud) პლატფორმა გამოთვლების, მონაცემთა შენახვის, machine learning-ისა და IoT-ისთვის. 

  • Dynamics 365– ბიზნეს პროცესების მართვის გადაწყვეტილებები, მათ შორის CRM და ERP სისტემები.  

  • Windows 365– ვირტუალური სამუშაო ეკრანი დისტანციური მუშაობისა და მოქნილობისთვის. 

  • Power Platform– აპლიკაციების შექმნის ხელსაწყოები ავტომატიზაციის, მონაცემთა ანალიზისა და კოდირების გარეშე.  

  • უსაფრთხოების გადაწყვეტილებები– მონაცემთა დაცვა და წვდომის მართვა, მათ შორისაა Microsoft Defender-ი და Azure Active Directory. 

  • Azure Virtual Desktop– სამუშაო სივრცის ვირტუალიზაცია უსაფრთხო და მოქნილი მუშაობისთვის. 

  • Azure Backup & Recovery– მონაცემთა სარეზერვო ასლებისა და აღდგენის ინსტრუმენტები. 

გამოყენების მაგალითი:

თანამშრომელთა მუშაობის ოპტიმიზაციისა და IoT მოწყობილობებიდან მონაცემების მართვისთვის, მსხვილმა სამრეწველო კომპანიამ დანერგა Microsoft CSP. შეკვეთების მართვის პროცესი Dynamics 365-მა გააუმჯობესა, ხოლო Power Platform-მა ავტომატიზაცია გაუკეთა ისეთ შიდა პროცესს, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის კონტროლი. Azure Backup & Recovery-ის მეშვეობით, კომპანიამ უზრუნველყო მონაცემთა სანდო შენახვისა და სწრაფი აღდგენის პროცესი, ავარიული სიტუაციების შემთხვევაში. Microsoft Defender-ი იცავდა მთელ ეკოსისტემას 

რატომ უნდა აირჩიოთ Microsoft CSP?

  • მოქნილობა ლიცენზიების მართვის პროცესში. 
    CSP პროგრამის მეშვეობით, კომპანიებს მარტივად შეუძლიათ ლიცენზიების დამატება ან წაშლა, ხარჯების ოპტიმიზაცია. მაგალითად, მცირე ბიზნესს შეუძლია გადაიხადოს მხოლოდ იმ ლიცენზიებისთვის, რომელსაც რეალურად იყენებს. 

  • ეფექტური ღრუბლოვანი (Cloud) ოპერაციები. 
    Azure-ი უზრუნველყოფს რესურსებს მოქნილი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. საცალო ვაჭრობის კომპანიები იყენებენ Azure-ს ვებგვერდების სამართავად, ხოლო წარმოების სექტორის წარმომადგენლები, IoT მოწყობილობებიდან მიღებული მონაცემების შესანახად.  

  • დისტანციური მუშაობის ინსტრუმენტები.
    Microsoft 365 და Windows 365 თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან და ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო აპლიკაციაზე. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიბრიდული სამუშაო მოდელის მქონე კომპანიებისთვის.

  • ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია. 
    Power Platform-ი ხელს უწყობს რუტინული დავალებების ავტომატიზაციას კოდირების გარეშე. მაგალითად, მარკეტინგის გუნდს შეუძლია სწრაფად შექმნას აპლიკაცია კამპანიების სამართავად. 

  • მონაცემთა დაცვა და შესაბამისობა. 
    Microsoft-ის უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, როგორებიცაა Defender-ი და Azure AD, იცავს მონაცემებს და უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის GDPR-თან. ფინანსური ორგანიზაციები ამ ინსტრუმენტებს იყენებენ კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად.  

  • არსებულ სისტემებთან მარტივი ინტეგრაცია. 
    CSP უზრუნველყოფს Microsoft-ის პროდუქტების შეუფერხებელ ინტეგრაციას სხვა ბიზნეს ხელსაწყოებთან. მაგალითად, Dynamics 365 შეიძლება ინტეგრირდეს e-commerce პლატფორმებთან შეკვეთების ავტომატური მართვისთვის.   

Microsoft CSP გთავაზობთ ღრუბლოვან (cloud) გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბიზნესს ეხმარებიან უფრო ეფექტურად, უსაფრთხოდ და ინოვაციურად მუშაობაში, ერგებიან ნებისმიერ გამოწვევას.

Cookie ფაილები

Cookie ფაილები გვეხმარება საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში და მის გამოყენებას ხდის მოხერხებულს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს.

ვთანხმდები Cookie ფაილების დამუშავებას შესაბამისად: Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკა

Cookie ფაილები

ჩვენ ვიყენებთ cookie ფაილებს საიტის სწორი მუშაობისთვის, კონტენტის პერსონალიზაციისა და ანალიტიკისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ cookie ფაილების გამოყენება ან უარი თქვათ არასავალდებულო კატეგორიებზე ბრაუზერის პარამეტრებში.