დღევანდელ რთულ IT გარემოში, ტელემეტრიული მონაცემების ეფექტური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, შესაბამისობისა და ოპერაციული ეფექტურობისთვის. NXLog-ი, ტელემეტრიის მართვის გლობალური ლიდერი, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, რომ შეაგროვონ, დაამუშაონ და გადაამისამართონ log-ები, metric-ები, და trace-ები ნებისმიერი წყაროდან ნებისმიერ დანიშნულების ადგილამდე. მისი მომწოდებლისგან დამოუკიდებელი ტექნოლოგია უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ, რეალურ დროში მიღებულ ანალიტიკას, რაც ზრდის ხილვადობას, აძლიერებს უსაფრთხოებას და აუმჯობესებს ოპერაციულ ეფექტურობას IT, OT და ღრუბლოვან გარემოებში. log-ების „ხმაურის“ 50%-მდე შემცირებით, ასევე SIEM ლიცენზიებისა და საცავის ხარჯების შემცირებით, NXLog-ი საწარმოებს ეხმარება სწრაფი ROI-ის მიღწევაში, უსაფრთხოების ანალიტიკის გაძლიერებისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის პარალელურად.
მთავარი პროდუქტი:
NXLog პლატფორმა– ტელემეტრიის ერთიანი გადაწყვეტა: სხვადასხვა წყაროდან მონაცემების (log-ების, metric-ებისა, და trace-ების) შეგროვება, ტრანსფორმაცია, გამდიდრება, გადამისამართება და შენახვა. იგი თანამედროვე ღრუბლოვან გარემოებს აკავშირებს ტრადიციულ მემკვიდრეობით სისტემებთან, რაც ორგანიზაციებს სრულ ხილვადობასა და ქმედით ინფორმაციას აძლევს მათიმთელი IT და OT ინფრასტრუქტურის შესახებ.
მრავალეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ დანერგა NXLog პლატფორმა, რათა IT და OT სისტემებიდან Log-ებისა და ტელემეტრიის ცენტრალიზება შეძლებოდა. გადაწყვეტამ შეამცირა Log-ების არასაჭირო ხმაური, SIEM ხარჯები და რეალურ დროში უზრუნველყო ქმედითი ინფორმაცია, რაც აძლიერებდა როგორც ოპერაციულ ეფექტურობას, ასევე უსაფრთხოების მონიტორინგს.
რატომ უნდა აირჩიოთ NXLog-ი?
- ცენტრალიზებული, რეალურ დროში ტელემეტრიის მართვაNXLog-ი აერთიანებს ტელემეტრიულ მონაცემებს მრავალი წყაროდან, მათ შორის სერვერებიდან, ღრუბლოვანი აპლიკაციებიდან, ქსელის მოწყობილობებიდან და OT სისტემებიდან. კომპანიები მას იყენებენ ოპერაციების სრული ხილვადობის მისაღებად, ანომალიების გამოსავლენად და უსაფრთხოების საფრთხეების პრევენციისთვის, სანამ ისინი გამძაფრდებიან.
- უწყვეტი ინტეგრაცია და მომწოდებლისგან დამოუკიდებელი ტექნოლოგიაNXLog-ი მარტივად ინტეგრირდება SIEM პლატფორმებთან, დაკვირვების ხელსაწყოებსა და სხვა ანალიტიკურ სისტემებთან. სხვადასხვა საწარმოები იყენებენ NXLog-ს მონაცემთა გადაცემის პროცესების გასამარტივებლად, რაც უზრუნველყოფს საფრთხეების უფრო სწრაფ გამოვლენასა და ოპერატიულ მონიტორინგს.
- ოპერაციული ეფექტურობა და ხარჯების შემცირებაNXLog-ი ამცირებს log-ების ხმაურს 50%-მდე, რაც ამცირებს შენახვისა და SIEM ლიცენზირების ხარჯებს. საცალო ვაჭრობა, ფინანსური ინსტიტუტები და ჯანდაცვის ორგანიზაციები ენდობიან NXLog-ს log-ების მართვის სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაციის, ფილტრაციის ავტომატიზაციისა და ოპერაციული ხარჯების შემცირებისთვის.
- მასშტაბირებადი და მოქნილი არქიტექტურაNXLog-ის მოდულარული არქიტექტურა მხარს უჭერს როგორც მცირე, ასევე გლობალურ, მრავალსაიტიან ინფრასტრუქტურებს. მისი ტელემეტრიული სისტემა უზრუნველყოფს მონაცემთა რეალურ დროში ფილტრაციასა და ტრანსფორმაციას, რაც უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციებმა შეინახონ მხოლოდ მნიშვნელოვანი, ქმედითი ინფორმაცია.