Vinchin-ი გთავაზობთ მონაცემთა დაცვის, სარეზერვო ასლებისა და აღდგენის სანდო და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რაც კომპანიებს ეხმარება თანამედროვე ციფრული გარემოს მზარდ გამოწვევებთან გამკლავებაში. პლატფორმა Vinchin Backup & Recovery გამოირჩევა ინტუიციური ინტერფეისით, პროცესების ავტომატიზაციითა და მოქნილობით, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართონ მონაცემები ვირტუალურ, ფიზიკურ და ღრუბლოვან გარემოში. 15-ზე მეტი ვირტუალიზაციის პლატფორმის მხარდაჭერითა და ღრუბლოვან სერვისებთან ინტეგრაციით, Vinchin-ი არის მრავალმხრივი ინსტრუმენტი ნებისმიერი ბიზნესისთვის.
Vinchin-ის ძირითადი შესაძლებლობები:
VM Backup— ვირტუალური სისტემების სარეზერვო ასლების შექმნა 15-ზე მეტი ვირტუალიზაციის პლატფორმის მხარდაჭერით.
VM Recovery— ვირტუალური სისტემების სწრაფი აღდგენა მინიმალური შეფერხებით.
Offsite/Cloud DR— სარეზერვო ასლების შექმნისა და აღდგენის გადაწყვეტილებები დისტანციური და ღრუბლოვანი გარემოსთვის.
File & NAS Backup— NAS-ში შენახული მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნა.
Database Backup— მონაცემთა ბაზების დაცვა ძირითადი პლატფორმების მხარდაჭერით.
Server Backup— ფიზიკური სერვერების სარეზერვო ასლები და აღდგენა.
Application Backup— კრიტიკულად მნიშვნელოვანი აპლიკაციების ავტომატიზირებული დაცვა.
ერთმა მსხვილმა საფინანსო კომპანიამ დანერგა Vinchin Backup & Recovery ვირტუალური სერვერებისა და მონაცემთა ბაზების დასაცავად. ამ გადაწყვეტილებამ IT განყოფილებას სარეზერვო პროცესების ავტომატიზაციისა და საიმედო აღდგენის უზრუნველყოფის შესაძლებლობა მისცა მინიმალური რესურსებით.
რატომ უნდა აირჩიოთ Vinchin-ი?
- მოქნილობა და მრავალპლატფორმიანი მხარდაჭერაVinchin-ი მხარს უჭერს 15-ზე მეტ ვირტუალიზაციის სისტემას, მათ შორის Vmware-ს, Hyper-V-სა და XenServer-ს. მაგალითად, ჯანდაცვის დაწესებულებები Vinchin-ს იყენებენ სხვადასხვა ვირტუალიზაციის პლატფორმაზე მოქმედ სამედიცინო სისტემებში მონაცემების დასაცავად.
- მონაცემების სწრაფი აღდგენაVinchin-ის მყისიერი აღდგენის ფუნქცია მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემების შფერხების დროს. საწარმოები ამ ფუნქციონალს იყენებენ კრიტიკული მონაცემების სწრაფად დასაბრუნებლად და უწყვეტი წარმოების უზრუნველსაყოფად.
- სარეზერვო ასლების ეფექტური მენეჯმენტიმარტივი გამოყენება და ცენტრალიზებული მართვა Vinchin-ს ადვილად სამართავ და პროდუქტიულ ინსტრუმენტად აქცევს IT გუნდებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებები მას იყენებენ სტუდენტების მონაცემების დასაცავად და ფაილის საცავების ოპტიმიზაციისთვის.
- დისტანციური და ღრუბლოვანი აღდგენაVinchin-ი უზრუნველყოფს ღრუბლოვანი მონაცემების დაცვას და სწრაფ აღდგენას გაუმართაობის შემთხვევაში. ლოჯისტიკური კომპანიები ამ ფუნქციონალს იყენებენ თავიანთი ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, გათიშვის დროსაც კი.
- ხელმისაწვდომობა და ავტომატიზაციაVinchin-ი ავტომატიზაციას უწევს რუტინულ პროცესებს და ამცირებს მონაცემთა დაცვის ხარჯებს. მცირე და საშუალო ბიზნესები ხშირად ირჩევენ Vinchin-ს მისი ხელმისაწვდომობისა და საწარმოო დონის ფუნქციონალის გამო.