გუშინ, 15 დეკემბერს სასტუმრო მერიოტში გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე - „Cisco-ს პროგრამული უზრუნველყოფის განსაზღვრული წვდომის კონტროლი და სეგმენტაცია საწარმოსა და ქლაუდისათვის“.
სემინარს ჰყავდა ორი სპიკერი: ლადო ნინიკაშვილი - ქსელისა და უსაფრთხოების არქიტექტი რომელმაც დეტალურად აუხსნა დამსწრე აუდიტორიას წვდომის და კონტროლის სპეციფიკაცია
Cisco - ს ახალი ტექნოლოგიების დახმარებით და Cisco-ს ინჟინერი სვეტლანა წიხანოვიჩი.
აღნიშნული სემინარის ჩატარდა ორი კომპანიის Elcore -ისა და GT Group Technologies ორგანიზებით.
სემინარის ვიდეო მასალა დაიდება ელკორის საიტზე, რომლის გადმოწერაც შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს.

Comments