top of page

Elcore Distribution-მა Nutanix-თან პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალიზებულმა დისტრიბუტორმა – Elcore Distribution-მა კომპანია Nutanix Inc. -თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და ბრენდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი მიიღო. პარტნიორული შეთანხმების ტერიტორია მოიცავს შემდეგ ქვეყნებს - უკრაინა, სომხეთი, საქართველო, ბელარუსსა და მოლდოვა.


Nutanix- ის პლატფორმა სრულყოფილად ავსებს ჰოლდინგის მრავალ ღრუბლოვან სტრატეგიას, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას შესთავაზოთ ბაზარს არა მხოლოდ საჯარო ღრუბლოვანი სივრცე (AWS, Microsoft Azure, Google Cloud), არამედ კერძო ღრუბლოვანი გადაწყვეტილებებიც.

Nutanix არის ამერიკული კომპანია, რომელიც შეიმუშავებს ინსტრუმენტებს ღრუბლოვანი გამოთვლების, ღრუბლოვანი სერვისების (როგორიცაა - ‘Desktops as a service’, ‘Disaster Recovery as a service’ და ღრუბლოვანი მონიტორინგი)და პროგრამულად-განსაზღვრული საცავებისთვის. ასევე პროგრამულად უზრუნველყოფს ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. კომპანიის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს - Nutanix-ის ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც წამყვანია HCI სფეროში და აერთიანებს გამოთვლით რესურსებს, ვირტუალიზაციას, მონაცემების შენახვას და ქსელურ მონაცემებს. პლატფორმის გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს კომპანიის IT გარემოს ყოველდღიურ მენეჯმენტს.


Nutanix-ის ღრუბლოვანი პლატფორმა ვრცელდება, როგორც კერძო ისე საჯარო ღბუბლოვან სისიტემებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია Amazon-ის ვებ მომსახურებაში, Microsoft Azure და Google Cloud პლატფორმებზე მხარდაჭერით. აღნიშნული სისტემები უზრუნველყოფენ თავის კლასში უმაღლეს გადაწყვეტას ორგანიზაციების პრობლემების მოგვარებასა მრავალ ღრუბლოვან გარემოში ჰიბრიდულ მართვის მიმართულებით.

ღრუბლოვანი სისტემების უპირატესობა დაუგეგმავი შეფერხებებისა და ხარვეზების 80% შემცირება და ინფრასტრუქტურის 60%-ით უფრო ეფექტური მართვაა. აღნიშნული ვირტუალური ინფრასტრუქტურის არსებობა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანად ამცირებს ფინანსურ ხარჯებს და აძლევს საშუალებას IT სპეციალისტების უფრო მეტი დრო გამოყონ სტრატეგიულ ამოცანების კონცენტრირებაზე.

დღესდღეობით HCI დანერგვა უფრო პროპულარული და მოთხოვნადი ხდება ორგანიზაციებში, რომლებიც ცდილობენ მოდერნიზაცია გაუკეთონ თავიანთ IT- ინფრასტრუქტურას და შექმნან საფუძველი ჰიბრიდული და მულტი ღრუბლოვანი გარემოსთვის. მომხარებლები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავნე Nutanix-ის HCI გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესრულებისა და მიწოდების სამიდებოობას და ასევე გადაწყვეტილებების მრავლობით და ერთდროულ მხარდაჭერას. (მათ შორის მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზების, ღრუბლოვანი აპლიკაციების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნეს პროგრამებისა და საბოლოო მომხმარებლისთვის გათვალისწინებული გამოთვლების მიმართულებით).

Mob: +995 577 27 48 48



Comentários


bottom of page