
კომპანია ელკორმა კომპანია Kron Telekomunikasyon Hizmetleri A.S.- თან ოფიციალურ საპარტნიორო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი Single Connect - ისა პრივილეგირებული ანგარიშების მართვისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებისა მიმართულებით.
Kron-ის პროდუქტს - Single Connect PAM-ს, PAM-ის ტრადიციული ფუნქციონირების გარდა, არაერთი უნიკალური უპირატესობა აქვს ამ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით. რომელიც განსაკუთრებით ფასდება, როგორც მის პირდაპირ მომხმარებლებს, ასევე აღიარებულ კომპანიებსა და საინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზრის ანალიტიკოს-ექსპერტებს შორის: Gartner, KuppingerCole, Omdia და ა.შ.
პარტნიორობის ფარგლებში დისტრიბუცია განხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა), კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი)და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი).
Kron და Elcor სთავაზობს კორპორატიულ კლიენტებს თანამედროვე პროგრამულ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება და ეფექტურობა მათი კომპანიების საინფორმაციო გარემოში.
Comments