top of page

ელკორ საქართველო VMware Cloud Provider -ის პროგრამას უერთდება

ელკორის ჰოლდინგმა VMware, Inc.-ს თან ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და «Aggregator» ოფიციალური სტატუსი მიიღო.

VMware, Inc., პროგრამული უზრუნველყოფის ვირტუალიზაციის უმსხვილესი დეველოპერია, რომელიც მოიცავს პროგრამებისა და აპლიკაციების მოდერნიზაციას, ასევე ღრუბლოვანი გამოთვლების, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და ციფრულ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

ბრენდის კომპანიის პორტფოლიოში შემატებით ჰოლდინგის ყველა წევრს მათ შორის Elcore საქართველოს მიეცა საშუალება VMware Partner Connect პროგრამაში ჩართულ პარტნიორებს დამატებით შესთავაზოს VMware სხვდასხვა სერვისები მათ შორის საიჯარო მოდელებზე და Managed services ეკოსისტემებზე. „კომპანია ელკორი დსთ-ს ბაზარზე შევიდა ინოვაციური პროდუქტით, რომელიც საინტერესოა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ღრუბლოვანი სერვისების, ჰოსტინგის, აპლიკაციების, ინტერნეტ სერვისებისა და სხვადასხვა პლატფორმების მომსახურების მიმწოდებლებისთვის. VMware-ის პარტნიორი პროგრამის დახმარებით სერვისების პროვაიდერებს შეუძლიათ უზრუნველყონ ისეთი ჰიბრიდულ ღრუბლოვანი მომხასურების მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ კლიენტებს სრულიად გამჭირვალედ და მაქსიმალური დატვირთვით აწარმოონ მონაცემთა დამუშავება ღრუბელში იმავე VMware-ის პროდუქტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებსაც მანამდე ლოკალურ სივრცეში იყენებდნენ."


ამ მიმართულებით კომპანია ელკორი მზადაა პარტნიორებს გაუწიოს სრული ტექნიკური მხარდაჭერა, შესთავაზოს ციფრული გადაწყვეტილებების სწრაფი და ფართო სპექტრი, შესაბამისი სერტიფიცირების მქონე პერსონალის კვალიფიციური მომსახურება და სრული ტექნიკური მხარდაჭერა.

Comments


bottom of page