top of page

კომპანია Elcore - მა Accton-თან საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა


კომპანია Elcore - მა Accton-თან საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა


Elcore Distribution - IT გადაწყვეტილებების სპეციალიზირებულმა დისტრიბუტორმა Accton Insight Hub - თან პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა , რომელიც ბიზნესის ანალიტიკის ყველა ინსტრუმენტს - ლოკალურ და ღუბლოვანს აერთიანებს.


პარტნიორობის ფარგლებში, გადაწყვეტილებების მიწოდება მოხდება აღმოსავლეთ ევროპის (უკრაინა და მოლდოვის რესპუბლიკა), კავკასიის (აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) და ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი) ტერიტორიაზე.


Accton არის ბრიტანული IT პროდუქტის კომპანია, რომელმაც პროდუქტის პირველი ვერსია 2021 წელს გამოუშვა. დამფუძნებლების ხანგრძლივი გამოცდილებისა და ნიჭიერი უკრაინელი დეველოპერების ჩართულობის წყალობით, Accton-ის გუნდმა მოახერხა უნიკალური პროდუქტის შექმნა სწრაფად განვითარებად ნიშაში. ეს თანამედროვე ანალიტიკური ცენტრი აერთიანებს ინფორმაციას ბიზნეს ანალიტიკის ყველა ინსტრუმენტიდან, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები და მოახდინონ ინვესტიციების ოპტიმიზაცია ანგარიშგებისა და ანალიტიკის ეკოსისტემაში. Accton აქტიურად იპყრობს კომპანიების ყურადღებას როგორც აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, ასევე დასავლეთის ქვეყნებში, ხელს უწყობს ინფორმაციული სისწორისა და მონაცემთა კულტურის იდეის განვითარებას. https://accton.io/

Elcore Distribution-თან ძალების გაერთიანებით, Accton სთავაზობს კორპორატიულ კლიენტებს რადიკალურად შეცვალონ და გააუმჯობესონ ბიზნეს ინფორმაციის გამოყენება გადაწყვეტილების მიღებისას, რაც უზრუნველყოფს საინფორმაციო აქტივების ხილვადობას ყველა საანგარიშო და ანალიტიკურ ინსტრუმენტში, როგორც ღრუბელში, ასევე ადგილობრივად.


...."კლიენტებთან მუშაობისას, ჩვენ დავინახეთ, რამდენად რთული და არაეფექტურია ანალიტიკის ინსტრუმენტები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას . ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც აღმოფხვრის ბიზნესის მომხმარებლების მიერ ანალიტიკის გამოყენების ძირითად ბარიერებს და დაეხმარება კომპანიებს შექმნან თითოეული თანამშრომლის მიერ ანალიტიკის გამოყენების კულტურა. - ასე შეიქმნა Accton Insight Hub და ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ ამ  პროდუქტის გაუმჯობესებას", - ამბობს გენადი არმაშულა, კომპანია Accton-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Comments


bottom of page